English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ მეგი სურმანიძე
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა კომპანიებისთვის და თანამედროვე ტენდენციები

ჟურნალი N 4.2023

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს თანამედროვე ბიზნესის საზოგადოებასთან დაახლოების, საზოგადოებაზე ზრუნვისა და საკუთარი საქმიანობის, პროდუქციისა თუ მომსახურების პოპულარიზების საუკეთესო საშუალებას.
წინამდებარე სტატიაში გამოკვლეულია კომპანიების ცნობიერება და საქმიანობა ეკონომიკური, ეთიკური თუ სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილით. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არის კომპლექსური საკითხი, რთული პროცესი კომპანიებისთვის, რომლის გაცნობიერებაც უნდა გამორიცხავდეს კომპანიების უპასუხისმგებლო ქცევას განპირობებულს ფი­ნანსური მიზნებით.
კვლევები აჩვენებს, რომ კომპანიების მიერ საკუთარ საქმიანობასა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის აღება აუცილებელია, რამეთუ ბიზნესისადმი საზოგადოების ნდობა და კეთილგანწყობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით - კომპანიების საქმიანობის გამჭვირვალობა, სტრატეგიული დოკუმენტის საჯაროობა, დასაქმების ხელშეწყობა, პროდუქციის შექმნისა და მომსახურების გაწევის შესახებ დეტალური ინფორმაციის საჯაროობა.
საკვანძო სიტყვები: სოციალური პასუხისმგებლობა, ბიზნესი, ფინანსური მიზნები, გამჭვირვალობა, საზოგადოება, დასაქმება.

შესავალი
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა დაკავშირებულია კომპანიების მიერ მათი ქმედებების, გადაწყვეტილებების, ინვესტიციების, წარმოების, დასაქმების მნიშვნელობის და გავლენების გაცნობიერებასთან. პასუხისმგებლობების გააზრების და გაცნობიერების პროცესში კომპანიები უნდა ხვდებოდნენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმიანობის ნორმალიზება, კონტროლი, უსაფრთხოება, იმისთვის, რომ გარემოს, სამომხმარებლო საზოგადოებას ან კომპანიაში მომუშავე გუნდის წევრებს ზიანი არ მიადგეს. საკითხის აქტუალურობასა და მნიშვნელოვანებას, ასევე განაპირობებს საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებედი კომპანიები, რომლებიც ნებსით თუ უნელიედ, ზიანს აყენებენ ბუნებას, იწვევენ ეკოლოგიურ დაბინძურებას, არ ითვალისწინებენ შრომის უფლებებს, დასაქმებულებს ამუშავებენ სტრესულ და ტოქსიკურ გარემოში, ეწევიან არალეგალურ საქმიანობებს, მალავენ შემოსავლებს, გვერდს უვლიან გადასახადების გადახდას და აშ. კვლევის მიზანია თანამედროვე ბიზნეს ინდუსტრიისთვის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის განსაზღვრა. კვლევის ამოცანაა ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ არსებული მნიშვნელოვანი წყაროებისა და კვლევების ანალიზი, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილების განხილვა, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობების თანამედროვე ტენდენციების შეფასება, ბიზნესის სოციალური აქტივობისა და პასუხისმგებლობის განაწილების შესწავლა.
არსებული მდგომარეობა: ყველა სახის საწარმო ნაწილობრივ მაინც უნდა იყოს ჩართული საზოგადოებისთვის საკეთილდღეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, უნდა ცდილობდეს მოაგვაროს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, გააუმჯობესოს და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო სისტემის განვითარებას, დაფინანსების პროგრამების გაუმჯობესებას, სოციალურად დაუცველთა დაცვას, ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში თანამონაწილეობას და სხვ. კომპანიებისთვის სოციალური აქტივობა ტრენდად იქცა, რომელიც დადებითად აისახება მათ რეპუტაციაზე, ეხმარება მათ პიარსა და რეკლამაში, ამარტივებს მომხმარებლების ნდობის მოპოვებას საქართველოში, გაეროს შეთანხმების გლობალურმა ქსელმა, სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრმა და საზოგადოებრივი აზრის კვლევის ჯგუფმა განახორციელეს კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლას ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ. კვლევის შედეგების გათვალისწინებით საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქველმოქმედება, არამედ დასაქმება, კომპანიების მიერ საზოგადოებასა და გარემოზე ზრუნვა, კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობა, სანდოობა და სხვა. 2021 წელს საბერძნეთში განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ რესპოდენტების უდიდესი ნაწილის ნდობასა და დამოუკიდებულებებს განაპირობებს კომპანიების სოციალური საქმიანობა.
კვლევის სიახლე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არ უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური ჭრილით, კომპანიები უნდა იაზრებდნენ სოციალურ პასუხისმგებლო­ბას კომპანიის შიგნით არსებულ პირობებზე გუნდის წევრებისთვის ადეკვატური სამუშაო პირობების, კორპორაციული ეთიკის, კორპორაციული პასუხისმგებლოების, სტრატეგიული დაგემვის და სტრატეგიის გამჭვირვალობის ჭრილით. მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კომპანიები აყალიბებენ კორპორაციულ კულტურას, კორპორაციულ ეთიკას, ქცევის კულტურას, რომელიც მეტყველებს კომპანიების პასუხისმგებლობის გრძნობაზე, ძლიერი კომპანიები ქმნიან ადეკვატურ სამუშაო პირობებს, გრაფიკს, ანაზღაურებას, სადაზღვევო, სადეკრეტო სისტემებს დასაქმებულებისთვის.

სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე ტენდენციები
ნებისმიერი კომპანიის ბიზნესსაქმიანობა საჭიროებს რეგულირებას, კონტროლს, გარკვეული ზომების დაცვას იმ მიზნით, რომ საზიანო არ აღმოჩნდეს ადამიანებისთვის ან გარკვეული ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვიოს. ,,CSR-კორპორაციული სოციალური პასუხისგმებლობის ცნების დახმარებით კომპანიები აერთიანებენ საზოგადოებრივ, სოციალურ და გარემოს კავშირებს ბიზნესის საოპერაციო ნაწილში და მათი მეწილეებისა და მოხალისეების საბაზისო ინტერაქციაში’’ (2002, 347 საბოლოო: 5). ბიზნესი, გარკვეული სოციალური თუ ეკონომიკური საქმიანობის მქონე ორგანიზაციები, იაზრებენ მათ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რომ აწაარმოონ პროდუქტი, მომსახურება, სოციალური საქმიანობა ისე, რომ არ მიაყენონ ზიანი ბუნებას, არ დააზარალონ საზოგადოების ინტერესი, მოთხოვნები, არ გამოიწვიონ გარკვეული ნეგატიური შედეგები. თანამედროვე ბიზნესიც და საზოგადოებაც მიეჩვია იმას, რომ საქიანობა უფრო მალე მოიხვეჭს ცნობადობას და მომხმარებლების ნდობას დაიმსახურებს თუ იქნება აქტიური სოციალურ - საქველმომედო საქმიანობაში. ამგვარად, ბიზნესი ხშირად თავისივე შემოსავლების თუ კაპიტალის გარკვეულ, ხშირად დიდ ნაწილს სოციალურ აქტივობაში, ქველმოქმედებაში ხარჯავს. ეს არის ხარჯი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით საქონლის გაყიდვის და ფინანსური მოგების მიღების მიზნით არ არის გაწეული, თუმცა, სასიკეთოდ აისახება საზოგადოებრივ კეთილგანწყობაზე, ნდობასა და კომპანიის რეპუტაციაზე. დაჰლის აზრით (1972, 18) ყველა დიდმა კომპანიამ უნდა იფიქროს და იაზროვნოს ისე როგორც სოციალურმა საწარმომ. უნდა ახსოვდეს, რომ არის ეკონომიკური საქმიანობის ობიექტი, რომლის საქმიანობაც და გადაწყვეტილებებიც სამართლიანია იმდენად, რამდენადაც ისინი ემსახურებიან საზოგადოებას ან სოციალურ მიზნებს’’.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას, დანერგვას ყოველთვის როდი აფასებდნენ ინოვაციური კუთხით, ზოგიერთი ექსპერტი, ბიზნესსაქმიანობის მთავარ სოციალურ საზრუნავად განიხილავდა მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებას, პროდუქტისა და მომსახურების შექმნას და გადასახადების გადახდას. ,,ბიზნესს აქვს მხოლოდ ერთი სოციალური პასუხისმგებლობა’’, 1970 წელს გამოცემულ სტატიაში მილტონ ფრიდმანი სწორედ ასე განიხილავს ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას .
,,დღესდღეისობით კორპორაციული პასუხისმგებლობა გასცდა შორს გასული ეპოქის კორპორაციულ ფილანტროპიას, რომელიც ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობაზე თანხის გაღებას მოიაზრებდა, ფინანსური წლის ბოლოს. სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს კომპანიის მუდმივ პასუხისმგებლობას გარემოზე, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაზე, საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებაზე და ეფუძნება იმის გაცნობიერებას, რომ კომპანიის იმიჯი დამოკიდებულია არა მხოლოდ პროდუქციის ფასსა და ხარისხზე, არამედ იმაზეც თუ როგორ ურთიერთობს კომპანია თავის თანამშრომლებთან, საზოგადოებასთან და გარემოსთან“ (ბრაუნი, 2010).
,,კონცეფცია, რომლის თანახმადაც, კომპანიები ნებაყოფლობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს მათ ბიზნესსაქმიანობასა და მათ ურთიერთობაში, მათი საქმიანობის შედეგებით დაინტერესებულ ყველა მხარესთან“ (Commision Green Paper, 2001), გულისხმობს:
ბიზნესი, გარდა ფინანსური პასუხისმგებლობისა, პასუხისმგებელია გარემოს დაცვაზე,
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი, ინოვაციური კომპანიები ნერგავენ ყოველდღიურ საქმიანობაში და კომპანიების სამოქმედო სტრატეგიულ გეგმებში,
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ასევე კომპანიებში არსებულ სამუშაო პირობებს, ჯანსაღ კორპორაციულ კულტურას და ურთიერთობებს.
ბიზნესის სოციალური, ანუ კორპორაციული პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის მორალურ სახელმძღვანელოს, რომელიც მას კეთილსინდისიერი საქმიანობისკენ მოუწოდებს. XX საუკუნიდან ბაზარზე განხორციელდა სასიკეთო ცვლილებები, განახლებადი ენერგიის წყარომ, ქარის ელექტროსადგურებმა დაიწყო საწვავის ჩანაცვლება. ქარის ელექტროსადგურის ძლიერ მხარეებს წარმოადგენს მისი ამოუწურავი და განახლებადი რესურსი, უსაფრთხოება, სისუფთავე, ინსტალაციის სიმარტივე და ეკონომიურობა. განახლებადი ენეგიის წყაროების უპირატესობები ამოუწურავი რესურსებია. რაც შეეხება ნავთობს, ნახშირს - ამოწურვად წიაღისეულს მიეკუთვნება. განსაკუთრებულ მახასიათებელს სისუფთავე წარმოადგენს, ის არ არის საზიანო ბუნებისთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით. ის არ ქმნის ტოკსიკურ ნარჩენებს, არ წარმოშობს ლეტალურ რისკს ადამიანის სიცოცხლისთვის (Crowther, & Guler, 2021).
მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის კომპანიები, რომლებიც გარემოს ყველაზე მეტად აბინძურებენ. 2020 წელს ეკო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე, რომელიც კლიმატის ინსტიტუტის ანგარიშისა და პოლიეთილენის გამოყენების ყოველწლიური ანგარიშის საფუძველზე არის შემუშავებული, დადგინდა, რომ მსოფლიოს 9 კომპანია აყენებს ბუნებას ეკოლოგიურ ზიანს. ,,Peabody Energy’’- არის კომპანია, რომელიც იწვევს ჰაერის დაბინძურებას. კომპანია ასევე აფინანსებს საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი რეგულაციებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. ეკოლოგიური ზიანის გამომწვევ კომპანიებს შორის ასევეა ,,Kuwait Petroleum Corporation’’-ი, რომელიც აწარმოებს ნავთობს, მსოფლიოში წარმოებული ნავთობის 7% მოდის აღნიშნულ კომპანიაზე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპანიები დაბინძურება გამონაბოლქვის სახით მოსახლეობის ერთ სულზე 2,231,818–2,133,248 ტონას აღწევს, მაინც არ აღიკვეთება მათი საქმიანობა კოლოსალურად დიდი ფინანსური მოგების გამო (Howell B., 2023).

კომპანიები, გარემოს ყველაზე მაღალი დაბინძურების კოეფიციენტით მსოფლიოში

 

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის აღნიშნულ პრინციპებთან ერთად (გამჭვირვალობა, განვითარებადობა, პასუხისმგებლიანობა) მისივე პასუხისმგებლობის ფორმაა ეთიკური პასუხისმგებლობაც, თანამედროვე კომპანიები ქცევის ეთიკის კონტროლის მიზნით გამოყოფენ ცალკეულ პოზიციებსა და პოზიციებზე მომუშავე ადამიანებს, აკისრებენ მათ კორპორაციული, ეთიკური ქცევის მონიტორინიგის და კონტროლის პასუხისმგებლობას.
მაგალითისთვის შეიძლება განვიხილოთ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც მოიცავს ეთიკის ძირითად პრინციპებს - დამოუკიდებლობის, სანდოობის, კონფიდენციალურობის, მომხმარებლის ინტერესების პრიორიტეტულობის, ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობის და კოლეგიალობის სახით. (საქართველოს ადვოკტთა ასოციაცია, 15.04.2006).
ეთიკის კოდექსი ყველა სპეციალობისა და პროფესიის წარმომადგენლისთვის ატარებს მნიშვნელოვან პრინციპებს და არეგულირებს საქმიანობას, ფორმას, ქცევებს. შიდა აუდიტის სამსახურის შემთხვევაში ეთიკის პრინციპები მოიცავს ობიექტურ დამარწმუნებელ მომსახურებას, პატიოსნებას, კონფიდენციალურობას და კომპეტენტურობას:
ამონარიდი: ,,2.1. მონაწილეობა არ უნდა მიიღონ რაიმე ისეთ ქმედებებში ან ურთიერთობებში, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მათი შეფასების მიუკერძოებლობაზე ან აღქმული იყოს ასეთად. ასეთ მონაწილეობად აღიქმება ისეთი ქმედებები და ურთიერთობები, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ორგანიზაციის ინტერესებს’’.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის სახეობები

 

ძალიან მნიშვნელოვანია კომპანიის დამოკიდებულებების ანალიზი საზოგადოების, დასაქმებულების და კორპორაციული პასუხისმგებლობის წინაშე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ირღვევა, თუ:

  • კომპანია, ბიზნესი მომხმარებლებს უწევს მომსახურებას დაბალი ხარისხით, ან ეპყრობა უპასუხისმგებლოდ,
  • თანამშრომლებს კომპანია ექცევა უსამართლოდ,
  • კომპანია უგულებელყოფს ორგანიზაციული ქცევის შესაძლო შედეგებს, არ უწევს მათ პროგნოზირებას.

სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესში ნაწილდება მენეჯერებზე, თანამშრომლებზე, ინვესტორებზე, მომმარაგებლებზე, მეწილეებზე. ჯგუფების თუ სოციუმის გავლენით შეიძლება შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, შეიცვალოს მომსახურების სტანდარტები, პროდუქციის ბაზარი, შეიცვალოს ან გენერირდეს ორგანიზაციის მიზნები, განახლდეს კორპორაციული მიზნები, სტრატეგია, ქცევის ფორმები და სხვა.
ორგანიზაციაში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნლობაზე მეტყველებს ასევე საქართველოს კომპანიებში განხორციელებული კვლევა, რომლის დროსაც გამოკითხულ იქნა 50 დასაქმებული, 62% – მამრობითი, 38% მდედრობითი, რესპოდენტთა 57% ცდილობს იყოს აქტიური იმ საქმიანობაში, რაც ეხება ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, რესპოდენტთა უდიდესი ნაწილი - 77% ფიქრობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არის რამდენიმე მახასიათებელი ერთად: იმიჯზე ზრუნვა, გაყიდვების ზრდა, მომხმარებელთა ლოიალობა და ნდობის მოპოვება.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ასახვა სტრატეგიებში და კომპანიების სარგებელი
კომპანიები, რომლებიც ნერგავენ კორპორაციულ კულტურას, ეთიკას, წესებს, ადგენენ მოკლე და გრძელვადიანი განვითარების გეგმებს, ხელძღვანელობენ საერთაშისო სტანდარტებით, ისახავენ საერთო მიზნებს და პროცესში დასაქმებულები სრულად გაცნობიერებული ჰყავთ, რომლებსაც კორპორაციულ კულტურის გაძლიერების მიზანი აქვთ, აღნიშნავენ ყველა მცირე და დიდ მიღწევას და გამოხატავენ მადლიერებას გუნდის წინაშე, გაცილებით წარმატებულად ოპერირებენ ბაზარზე, ვიდრე კომპანიები, რომლებიც ჩამოთვლილი საქმიანობით არ არიან დაკავებულნი. განვითარებული და ლიდერი კომპანიების სტრატეგიებში სოციალური მიზნები გათვალისწინებულია, ასევე გათვალისწინებულია მოგებიდან გარკვეული თანხების სოციალურ საქმიანობებში ინვესტირება. საქართველოს ბანკის 2020 წლის სტრატეგიულ დოკუმენტში ფიქსირებულია კომპანიის რამდენიმე ამოცანა და მიზანი:

  • ფინანსური წიგნიერების დონის ამაღღლება და ფინანსური კეთილდღეობის ზრდა;
  • ხარისხიანი განათლების და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გაზრდა, მომხმარებლებისა და თანამშრომლებისთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების შექმნა და ხელშეწყობა;
  • სამუშაო ადგილზე თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა;
  • მეწარმე ქალთა გაძლიერება;
  • სამეწარმეო კულტურის შექმნის ხელშეწყობა და ადგილობრივი მიკრო, მცირე და საშუალო სამეწარმეობის სტიმულირება;
  • საქართველოს ეკონომიკის ზრდისა და მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორების დაფინანსება;
  • თანამშრომელთა უფლებების და შესაძლებლობების გაზრდა და სანდო ღირებულებებზე დაფუძნებული სამუშაო ადგილების შექმნა.
  • თიბისი ბანკის 2021 წლის მმართველობითი და ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში კომპანიის სტრატეგიულ მიზნებს შორისაა:
  • სტაბილური ზრდა;
  • შემოსავლის წყაროების დივერსიფიკაცია;
  • მოწინავე ციფრული შესაძლებლობების გამოყენება, მომხმარებელთა მომსახურების საუკეთესო ხარისხი.

ამგვარად, კომპანია მეტწილად ორიენტირებულია ფინანსურ მდგრადობაზე, სტაბილურ ზრდასა და მომხმარებლებისთვის ციფრული მომსახურებების დანერგვაზე.
ჯანსაღი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიაში უზრუნველყოფს:

  • კორპორაციის მართვას და ეთიკას;
  • ადამიანის უფლებების სრულ უზრუნველყოფას და დაცვას კანონმდებლობის გათვალისწინებით;
  • შრომითი საქმიანობის ძირითადი უფლებების და სტანდარტების დაცვას;
  • საქვემლოქმედო საქმიანობის განხორცილებას, კომუნიკაციას თემთან, სოციალური საჭიროებების მიხედვით ინვესტიციების განხორციელებას;
  • კორუფციასთან ბრძოლას, ანტიკორუფციული მდგრადი სისტემის განვითარებას და კომპანიაში დანერგვას;
  • პროდუქციასა და მომსახურებაზე პასუხისმგებლობის აღებას, მომხმარებლების უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებას;
  • გამჭვირვალობის პოლიტიკის დანერგვას საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, ანგარიშგებას საქმიანობის სოციალური გარემოსდაცვითი პარამეტრების შესახებ.

განვიხილოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე რამდენიმე კომპანიის მაგალითი, მათ შორისაა: BOSCH, NETFLIX, FORD და აშ. BOSCH- ცნობილია როგორც ემისიების შემცირებისა და კლიმატის მხარდამჭერი კომპანია, რომელიც აქტიურად უზრუნველყოფს ელექტროძრავების გამოყენებას, მათ შორის ველოსიპედებში. NETFLIX–ი უზრუნველყოფს თავის თანამშრომლებს 52-კვირიანი დეკრეტული ანაზღაურებადი შვებულებით, რომლის გამოყენებაც თანამშრომლებს შეუძლიათ ბავშვის დაბადებიდან მცირე ასაკში ყოფნის პერიოდამდე. COCA COLA - უზრუნველყოფს მცენარეული შემცველობის შეფუთვებს და პირველია ვინც დააანონსა ბუნებისთვის უვნებელი ბოთლების დამზადება, ეკოლოგიურად უვნებელი შემცველობით.
მაღაზიების ქსელი „The body shop“ არის კომპანია, რომელმაც უარი განაცხადა კოსმეტიკური საშუალებების ცხოველებზე დატესტვაზე, ცდების ჩატარებაზე, რითაც მან მოიპოვა საზოგადოების ყურადღება, ნდობა მხარდაჭერა. ქართულ კომპანიებს შორის კორპორაციული პასუხისმგებლობით გამოირჩევა „ტენე“, რომელიც პოლიეთილენის შემცველობის ნაცვლად, 100%-ით ბიოდეგრადირებულ, მეორად პლასტმასს იყენებს, ამზადებს კაბელებს, სატენებს, რაც ნიადაგში მოხვედრის შემთხვევაში ქიმიურ და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ გამოყოფს.
დღესდღეისობით, არა მხოლოდ დარგის სპეციალისტები, არამედ სამომხმარებლო საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებასა და ბუნებაზე ზრუნვა კომპანიიის ფინანსურ საქმიანობაზე პოზიტიურად აისახება, 1999 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებიც ცხადყოფს, რომ გამოკითხულთა 90% ფიქრობს, რომ კომპანია მოგების მიღებისთვის სოციალურ მიზნებსაც უნდა ისახავდეს. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 25000 რესპონდენტი, გამოკითხულთა 60%-ისთვის კომპანიაზე წარმოდგენა იქმნება სოციალური პასუხისმგებლობით, ხოლო 40%0ს აქვს ნეგატიური დამოკიდებულება იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ ითვალისწინებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ამას საჯაროდაც აფიქსირებენ.
საქართველოში, გაეროს შეთანხმების გლობალური ქსელის, სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის მიერ განხორციელდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების დამოკიდებულების შესწავლას ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ.
კვლევა განხორციელდა თბილისში, გამოკითხულთა 72%–ისთვის ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას მაღალი, ძალიან მნიშვნელოვანი და მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი აქვს. რესპოდენტთა 93% დარწმუნებულია, რომ კომპანიები ნებაყოფლობით პასუხისგმებლობას უნდა ღებულობდნენ საზოგადოებრივი და სოციალური საჭიროებების მოგვარების დროს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. რესპონდენტებმა ასევე კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილად დაასახელეს: ადგილობრივი მუშახელის დასაქმება უცხოეთიდან ჩამოყვანილი იაფი მუშახელის ნაცვლად, საქვემლოქმედო კამპანიების და პროექტების დაფინანსება, ბიზნესპარტნიორების და აქციონერების წინაშე პატიოსნება და ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება წარმოების და პროდუქტის დამზადების პროცესში.
კვლევის მიხედვით ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ლეგიტიმურ სფეროებად დასახელდა:
ეკონომიკურად დაუცველ ჯგუფებზე ზრუნვა – 54%;
ადგილობრივი თემებისთვის სამუშაო ადგილების უზრუნველყოფა–54%;
ბიზნესის ქველმოქმედება – 41%.
რესპონდენტების მიერ კომპანიის რეპუტაციის განმსაზღვრელ ფაქტორებს შორის დასახელდა: პროდუქციისა და მომსახურების ხარისხი–62%; ადგილობრივების დასაქმება უცხოელი მუშახელის ჩამოყვანისა და დასაქმების ნაცვლად – 26%; საზოგადოებასთან ურთიერთობა და პიარი–19%, ხელმძღვანელების კომპეტენციები და რეპუტაცია - 14%, საკუთარ თანამშრომლებზე ზრუნვა - 10% და ა.შ.
ბიზნესსა და სოციუმს შორის კავშირის მდგრადობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე მექანიზმებს შორისაა სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც გავლენას ახდენს მომხმარებლების დამოკიდებულებებსა და განწყობებზე. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვნია განვიხილოთ საბერძნეთში, 2021 წელს ნოემბერ–დეკემბერში ჩატარებული კვლევის შედეგები, კვლევისთვის გამოყენებულ იქნა ანკეტირების მეთოდი, გამოიკითხა 330 რესპონდენტი, მათ შორის 132 (40%) მამაკაცი, 198 - (60%) ქალი. კვლევა მიზნად ისახავდა მომხმარებლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის დადგენას, კვლევამ ცხადყო, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი მომხმარებლებისთვის კომპანიისა და მისი საქმიანობის შეფასების ასპექტით, მომხმარებლების უმრავლესობა ენდობა სოციალურად აქტიურ კომპანიებს, რომლებიც ზრუნავენ საზოგადოებასა და ბუნებაზე.


დასკვნა
გარემოსა და საზოგადოებისთვის საქმიანობით ზიანის მიმყენებელი კომპანიების არსებობას ხელს უწყობს პროტექცია და სახელმწიფოების ინტერესები, მიიღონ რაც შეიძლება მეტი ფინანსური სარგებელი. გამოსავალი კანონმდებლობის გამკაცრებასა და პროტექციული თუ ნეპოტისტური სისტემების აღმოფხვრაშია.
კომპანიების რეპუტაციულ პროგრესს განაპირობებს ბიზნესის პასუხისმგებლობების სრულყოფილი გაცნობიერება და დაცვა, როგორც დასაქმებულებისათვის, ასევე გარემოსა და სამომხმარებლო საზოგადოებისათვის.
კომპანიების რეპუტაციის ამაღლების პროცესში მნიშვნელოვანია მხარეების მიერ პასუხისმგებლობის სრულყოფილად გააზრება, ბიზნესპროცესებში პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, მცირე თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებს, ამიტომ, CSR-ს ქმნის გუნდი და საზოგადოება.
კომპანიების მიერ განხორციელებული სოციალური დანიშნულების ინვესტიციები არ უნდა გადაიქცეს მხოლოდ რეპუტაციასა და კეთილგანწყობის მოპოვებაზე ორიენტირებულ ფილანტროპიულ საქმიანობად, ბიზნესი ხშირად უნდა იყოს ორიენტრირებული საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარებაზე.
კომპანიები, რომლებიც არ ზრუნავენ კომპანიის შიგნით მომუშავე ადამიანებზე, მათ სამუშაო პირობებზე, ადრე თუ გვიან დადგებიან ფინანსური და საკადრო კრიზისის წინაშე, ამასთან, ზიანი მიადგება მათ საზოგადოებრივ რეპუტაციასაც.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფოს შესაბამისმა ეკონომიკურმა, გარემოს დაცვის, შრომის დაცვის ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ კონტროლის მექანიზმების გამკაცრება და კომპანიების მიმდინარე ფინანსური, საწარმოო, საკადრო, საქველმოქმედო საქმიანობის პერიოდული მონიტორინგი.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრება გულისხმობს ასევე კომპანიებში კორპორაციული კულტურის, ქცევის ეთიკის და სტრატეგიული განვითარების გეგმის, დოკუმენტის სახით ჩამოყალიბებას, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე კომპანიები ასაჯაროებენ ფინანსურ, სტრატეგიულ დოკუმენტებს, ინფორმაციას, რადგან საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯაროობა არის ერთერთი ფაქტორი მომხმარებლების ნდობის მოპოვების პროცესში.
ბიზნესსა და საზოგადოებას შორის დამაკავშირებელი - ბიზნესის პასუხისმგებლობაა, მისი გაცნობიერებით შესაძლებელია საზოგადოების სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება, მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია კომპანიის მიერ საქონლის წარმოების შესახებ ინფორმაცია, კომპანიის მიერ შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა და სამუშაო პირობები, კომპანიების მიერ დასაქმებულებსა და მომხარებლებზე ზრუნვის საქმიანობა და კომპანიების მიერ განხორციელებული ინვესტიციები საზოგადოებრივი, სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად.


ლიტერატურა:
Barlas A., Vallakosta A. (2023). - The Effect of Corporate Social Responsibility on Customer Trust and Loyalty- Published: MDP, Sustainability Journal, Vol 15 (2), file:///C:/Users/Acer/Downloads/sustainability-15-01036-v2.pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023)
Cooper S., Crowther D. (2001). Shareholder or Stakeholder Value? The Development of Indicators for the Control and Measurement of Performance, London, CIMA, PP 30, https://my.uopeople.edu/pluginfile.php/57436/mod_book/chapter/121631/BUS5­116.Crowther.Aras.CSR.pdf%3E (ბოლო ნახვა 06.12.2023)
Crowther D., Guler A. (2021). Corporate Social Responsibility. https://my.uopeople.ed­u/pl­uginfile.php/57436/mod_book/chapter/121631/BUS5116.Crowther.Aras.CSR.pdf%3E (ბოლო ნახვა 06.12.2023)
European Parlament (2001). GREEN PAPER Promoting a European Framework for Corporate Social Responsibilities, Commission of the European communities, Brussels, file:///C:/Users/Acer/Downloads/GREEN_PAPER__Promoting_a_European_framework_for_Corporate_Social_Responsibility%20(1).pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023)
Howell B. (2023). ,,The Top 9 Most Polluting Companies’’, https://www.theecoexperts.co.uk/blog/most-polluting-companies (ბოლო ნახვა 06.12.2023)
Kytle Beth, Paramveer Singh (2005). Corporate Social Responsibility as Risk Management: A Model for Multinationals (PDF). Social Responsibility Initiative Working Paper No. 10.. Cambridge, MA: John F. Kennedy School of Government, Harvard University https://dspace.tsu.ge/server/api/core/bitstreams/9a6ba814-13a9-48a4-9532-04bd21f12e3d/content , (ნახვა ბოლოს 07.12.2023)
The Millenium Poll on Corporate Social Responsibility (1999). Conducted by Enviromics International LTD, The of Wales Business, Leaders Forum & Conference Board. https://globescan.com/wpcontent/uploads/2018/01/GlobeScan_MillenniumPoll_1999_FullReport.pdf, (ბოლოს ნახვა (06.12.2023).
Sheeran Peter W. (2001). “Business Ethics, Value and Education” Journal: BHERT news, Issue 10. http://web.archive.org/web/20090914054405/http://www.bhert.com/pub­lications/newsletter/B-HERTNEWS10.pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023).
შიდა აუდიტის ინსტიტუტი (2009–2011). ეთიკის კოდექსი https://www.theiia.org/globalassets/documents/standards/code-of-ethics/code-of-ethics-georgian.pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023)
თიბისი ბანკი (2021). მმართველობითი ანგარიში და ფინანსური ანგარიშგებები https://www.tbcbank.ge/web/documents/10184/616784/TBC+Report+2021+JSC+ge.pdf/1462d7a8-fd85-425d-b0ea-8eccb6ac863e (ბოლო ნახვა 06.12.2023)
საქართველოს ბანკი (2020). მართველობითი ანგარიშგება https://www.gse.ge/upload/JSC_BOG_Group_Management_Report_2020_GEO_312802c8.pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023)
სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია (2006). ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი. https://www.gba.ge/pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023).
ხოფერია ლ. (2012). კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. სახელ­მძღვანელო, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, გამომცემლობა: პეტიტი. https://csrgeorgia.com/uploads/publications/CSR_manual_geo.pdf (ბოლო ნახვა 06.12.2023)
https://tene.ge/

References:
Barlas A., Vallakosta A. (2023) - The Effect of Corporate Social Responsibility on Customer Trust and Loyalty- Published: MDP, Sustainability Journal, Vol 15 (2), file:///C:/Users/Acer/Downloads/sustainability-15-01036-v2.pdf (last seen 06.12.2023).
Cooper S., Crowther D. (2001). Shareholder or Stakeholder Value? The Development of Indicators for the Control and Measurement of Performance, London, CIMA, PP 30.https://my.uopeople.edu/pluginfile.php/57436/mod_book/chapter/121631/BUS5116.Crowther.Aras.CSR.pdf%3E (last seen 06.12.2023).
Crowther D., Guler A. (2021). Corporate Social Responsibility. https://my.uopeople.edu/pluginfile.php/57436/mod_book/chapter/121631/BUS5116.Crowther.Aras.CSR.pdf%3E (last seen 06.12.2023).
European Parlament (2001). GREEN PAPER Promoting a European Framework for Corporate Social Responsibilities, Commission of the European communities, Brussels, file:///C:/Users/Acer/Downloads/GREEN_PAPER__Promoting_a_European_framework_for_Corporate_Social_Responsibility%20(1).pdf (last seen 06.12.2023).
Howell B. (2023). ,,The Top 9 Most Polluting Companies’’, https://www.theecoexperts.co.uk/blog/most-polluting-companies (last seen 06.12.2023).
Kytle Beth, Paramveer Singh (2005). Corporate Social Responsibility as Risk Management: A Model for Multinationals (PDF). Social Responsibility Initiative Working Paper No. 10.. Cambridge, MA: John F. Kennedy School of Government, Harvard University https://dspace.tsu.ge/server/api/core/bitstreams/9a6ba814-13a9-48a4-9532-04bd21f12e3d/content (last seen 06.12.2023).
The Millenium Poll on Corporate Social Responsibility (1999). Conducted by Enviromics International LTD, The of Wales Business, Leaders forum & conference board. https://globescan.com/wpcontent/uploads/2018/01/GlobeScan_MillenniumPoll_1999_FullReport.pdf (last seen 06.12.2023).
Sheeran Peter W. (2001). “Business Ethics, Value and Education” Journal: BHERT news. Issue 10. http://web.archive.org/web/20090914054405/http://www.bhert.com/pub­lications/newsletter/B-HERTNEWS10.pdf (last seen 06.12.2023).
Internal Audit Institute (2009–2011). etikis kodeqsi [“Code of Ethics’’. The Institute of Internal Auditors.] in Georgian http://web.archive.org/web/200­909140­54405/http://www.bhert.com/publications/newsletter/B-HERTNEWS10.pdf (last seen 06.12.2023).
TBC Bank (2021). mmartvelobiti angarishi da pinansuri angarishgeba [Management Report and Financial Statements.] in Georgian https://www.tbcbank.ge/web/documents/10184/616784/TBC+Report+2021+JSC+ge.pdf/1462d7a8-fd85-425d-b0ea-8eccb6ac863e (last seen 06.12.2023).
Bank of Georgia (2020). mmartvelobiti angarishgeba [Management Reporting.] in Georgian https://www.gse.ge/upload/JSC_BOG_Group_Management_Report_2020_GEO_312802c8.pdf (last seen 06.12.2023).
Lawyers’ Association of Georgia (2006). advokatta propesiuli etikis kodeksi. [Code of Professional Ethics of Lawyers.] in Georgian
https://www.gba.ge/pdf (last seen 06.12.2023).
Khoferia L. (2012). korporatiuli sotsialuri pasukhismgebloba. [Corporate Social Responsibility. Handbook, Strategic Research and Development Center of Georgia, Publisher: Petit.] in Georgian
https://tene.ge/ (last seen 06.12.2023).

Keywords: Social responsibility; Business; Financial goals; Transparency; Community, Employment.
JEL Codes: M10, M14, O16